გადადით მთავარ შიგთავსზე
ნექსუსის პორტალი

რესურსებისთვის ბრძოლის წესები

ზუკო . #1609 დახურულია
თემა დახურულია — პასუხის დამატება შეზღუდულია.

ზოგადი ინფორმაცია

რესურსებისთვის ბრძოლაში მონაწილე ყველა ოჯახი და მოთამაშე ვალდებულია დაიცვას ქვემოთ მოცემული რეგლამენტი.

წესების მიზანია ოჯახებს შორის სამართლიანი კონკურენციის, თანაბარი საბრძოლო პირობებისა და თამაშის მექანიკის კეთილსინდისიერი გამოყენების უზრუნველყოფა.

ბრძოლის დრო:ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რესურსებისთვის ბრძოლის წესები სავალდებულოა ყველა მონაწილე ოჯახისა და მოთამაშისთვის.

წესების არცოდნა არ ათავისუფლებს მოთამაშესა და მის ოჯახს პასუხისმგებლობისგან.

ადმინისტრაცია განიხილავს დარღვევებს არსებული მტკიცებულებებისა და მოქმედი რეგლამენტის საფუძველზე.

წესების დარღვევისთვის საჩივრის განთავსება შესაძლებელია პორტალზე "საჩივარი მოთამაშეზე"-ს განყოფილებაში!

1. ზოგადი წესები

1.1აკრძალულია სიმაღლეების (High Ground) დაკავება, რომლებზე ასვლაც მოითხოვს ანიმაციის, კიბის, ჩაკუზვის ან სხვა არასტანდარტული მოძრაობის გამოყენებას. | სპეც.ციხე 120 წუთი.

განმარტება: ჩვეულებრივი გადაადგილებით მისადგომი ამაღლებული პოზიციების გამოყენება ნებადართულია, თუ მათზე ასვლა არ მოითხოვს ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებებს.

1.2. რესურსებისთვის ბრძოლის დროს ნებადართულია ჩვეულებრივი ჩაკუზვის (CTRL/Crouch) გამოყენება.

1.3. აკრძალულია Q-ს გამოყენებით მოფარება და სროლა. | სპეც.ციხე 180 წუთი.

1.4. აკრძალულია ALT+Q და სხვა მსგავსი ანიმაციებისა თუ სპეციალური მოძრაობების გამოყენება საბრძოლო უპირატესობის მოსაპოვებლად. | სპეც.ციხე 120 წუთი.

1.5. აკრძალულია საიუზი/თიმერობა სხვა ოჯახთან |სპეც.ციხე 240 წუთი.

1.6. აკრძალულია სახელმწიფო ორგანიზაციის დრესკოდით რესურსებზე ომის თამაში | სპეც.ციხე 180 წუთი.

1.7. აკრძალულია ზონაში ტრანსპორტით გადაადგილება/შესვლა | სპეც.ციხე 120 წუთი.

2. ჯანმრთელობის აღდგენა (Healing)

2.1. აკრძალულია ჯანმრთელობის აღდგენის ნებისმიერი საშუალების გამოყენება  ცეცხლის ქვეშ ყოფნისას. | სპეც.ციხე 180 წუთი.

განმარტება: სიცოცხლის  აღდგენა ნებადართულია მხოლოდ სრულად უსაფრთხო და დაცულ ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.

შენიშვნა: აღნიშნული წესი ვრცელდეა ბინტებზ, მედიკამენტებზე, კოკაინზე, ტკვილიგამაყუჩებელზე და ისეთ სხვა საშუალებებზე რითაც სიცოცხლის აღდგენაა შესაძლებელი.

3. ჯავშნის (Armor) გამოყენება

3.1. აკრძალულია ბრონის გამოცვლა ან ჩაცმა  ცეცხლის ქვეშ ყოფნისას. |სპეც.ციხე 180 წუთი.
განმარტება: ბრონის გამოცვლა ნებადართულია მხოლოდ სრულად უსაფრთხო და დაცულ ადგილზე ყოფნის შემთხვევაში.

3.2. ერთ მოთამაშეს არ შეიძლება ჰქონდეს 2-ზე მეტი ბრონი. | სპეც.ციხე 120 წუთი.
შენიშვნა:ნებადართულია ერთი ჩაცმული  და ერთი დამატებითი  ინვენტარში.

4. საბრძოლო ზონის საზღვრები

4.1. აკრძალულია რესურსისთვის ბრძოლის ოფიციალურად დაწყებამდე სროლა როგორც უშუალოდ საბრძოლო ზონაში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიაზე. | სპეც.ციხე 180 წუთი.
განმარტება: ბრძოლის დაწყებამდე აკრძალულია მოწინააღმდეგე მოთამაშეებისთვის სროლა ან ზიანის მიყენება რესურსის ზონასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, იმყოფება თუ არა მოთამაშე უშუალოდ საბრძოლო ზონის შიგნით.
გამონაკლისი: როდესაც თქვენს ადგილზე დგახართ და მოდის პიროვნება პროვოკაციის მიზნით!

4.2.აკრძალულია როგორც საბრძოლო ზონის გარედან ზონაში მყოფი მოთამაშეებისთვის სროლა, ასევე ზონიდან გარეთ მყოფი მოთამაშეებისთვის სროლა. | სპეც.ციხე 180 წუთი.

4.3.აკრძალულია ზონის საზღვრების ან შესვლის მექანიკის გამოყენება მოწინააღმდეგეზე არასამართლიანი უპირატესობის მოსაპოვებლად. |სპეც.ციხე 180 წუთი

5. ბრძოლაში აკრძალული მოქმედებები

5.1. აკრძალულია Loot RP — ბრძოლის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის ნივთების ძარცვა ან შესაბამისი RP მოქმედებების შესრულება. | სპეც.ციხე 60–180 წუთი.

5.2 აკრძალულია საკუთარი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა (Team Kill / TK). | სპეც.ციხე 180 წუთი.

5.3. აკრძალულია ასაფეთქებელი საწვავის ავზების გამოყენება საბრძოლო უპირატესობის მოსაპოვებლად. | სპეც.ციხე 120 წუთი

5.4. აკრძალულია ინტერიერიდან საბრძოლო ზონაში მყოფი მოთამაშეებისთვის სროლა. |სპეც.ციხე 120–180 წუთი.

6. თამაშის ხარვეზების გამოყენება (Bug/Exploit)

6.1. აკრძალულია ნებისმიერი თამაშის ხარვეზის გამოყენება რესურსებისთვის ბრძოლის დროს უპირატესობის მოსაპოვებლად. | სპეც.ციხე 240 წუთი.

6.2.აკრძალულია რესურსის ზონაში შესვლის მექანიკის ბოროტად გამოყენება, მათ შორის ისეთი მეთოდით შესვლა, რომელიც მოთამაშეს პირდაპირ ზონის შუაგულში ან სხვა არასწორ პოზიციაზე აჩენს. | სპეც.ციხე 240 წუთი.

6.3. რესურსის ზონაში შესვლა უნდა განხორციელდეს სისტემით განსაზღვრული წესითა და შესვლის წერტილებიდან.

6.4 აღმოჩენილი ტექნიკური ხარვეზის შესახებ მოთამაშე ვალდებულია შეატყობინოს ადმინისტრაციას და არ გამოიყენოს იგი პირადი ან ოჯახური უპირატესობის მისაღებად.

ადმინისტრაცია განიხილავს დარღვევებს არსებული მტკიცებულებებისა და მოქმედი რეგლამენტის საფუძველზე.

თემა დახურა : Zuko Nexus

ეს თემა დახურულია და აღარ იღებს პასუხებს.